Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Georgian Hot News
21 December 2014, 01:26
პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, N18ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, 2000 მ2-ზე ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს თბილისის მერი დავით ნარმანია და ვაკის რაიონის გამგებელი გივი ჭიჭინაძე გაეცნენ.

პოლიტკოვსკაიას N18ა-ში 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებული 107 ოჯახი ცხოვრობს. მათ საკუთარი პრობლემების მოგვარების თხოვნით თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს მოსახლეობის მიღების დღეს მიმართეს. მათ შორის, ითხოვდნენ არსებული ეზოს მოწესრიგებასაც.

ამ დროისთვის დასრულებულია მიწის სამუშაოები, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, განხორციელდა დიდი რაოდენობის სამშენებლო ნარჩენების კორპუსის ტერიტორიიდან გატანა, ამჟამად კი ადგილზე ასფალტი იგება.

ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. მომავალ წელს კი აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა. სკვერისა და სპორტული მოედნის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობა დააფინანსებს.

 

 

 

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი